ეკონომიკის სამინისტროში ბულგარეთის მსხვილი საინვესტიციო ფონდის ხელმძვანელს შეხვდნენ

საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფება ბულგარეთის ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო ფონდის„Clever Synergies Investment Fund“-ის მფლობელი ცვეტელინა ბორისლავოვა.
ცვეტელინა ბორისლავოვას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის მოადგილეები ნინო ჯავახაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ბულგარეთს შორის სატვირთო გადაზიდვების განვითარების საკითხებს. კერძოდ, განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის საბორნე გადაზიდვების მიმართულებით არსებული გამოწვევები და პერსპექტივები.
მხარეებმა განიხილეს პროექტები, რომლის განხორციელებაც ხელს შეუწყობს საქართველოს გავლით, დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას და ორი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას.
სამინისტროს წარმომადგენლებმა ბულგარეთის უმსხვილესი გაერთიანების ხელმძღვანელს ქვეყნის ტურისტული პოტენციალიც გააცნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები