ამერიკელი მეცნიერები: მოწევა თრომბების გაჩენის საფრთხეს ზრდის
ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მოწევა თრომბების გაჩენის რისკს ზრდის. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
კვლევის ავტორები იუწყებიან, რომ მოწევის შედეგად, სისხლძარღვები ნაკლებად ელასტიური ხდება და ეს გულის დაავადებებს იწვევს. ჟურნალ “Circulation”-ში გამოქვეყნებული კვლევა 140 ათასი ადამიანის გენეტიკური მასალის შესწავლაზეა დაფუძნებული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, თამბაქოს მოხმარება მთელი რიგი დაავადებების მიზეზი ხდება, ისეთების, როგორიცაა სიმსივნე, ფილტვების და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.
გასულ წელს, დიდი ბრიტანეთის სენგერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დღეში ერთი კოლოფი სიგარეტის მოხმარება იწვევს ფილტვების, ყელის, ხმის იოგების, პირის, შარდის ბუშტის და ღვიძლის უჯრედების მუტაციას.