კომპანია SpaceX-მა ორბიტაზე სამხედრო დანიშნულების თანამგზავრი გაიყვანა

ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა პირველად არსებობის ისტორიაში დედამიწის ორბიტაზე სამხედრო დანიშნულების თანამგზავრი გაიყვანა. მისი სახელწოდებაა NROL-76 და ის აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის.
კოსმოსში გაშვებიდან რამდენიმე წუთში, რაკეტა Falcon 9-ს პირველი საფეხური დედამიწაზე დაბრუნდა.
კომპანია არ აკონკრეტებს თუ რა თანამგზავრი გაიყვანა ორბიტაზე, ვინაიდან ეს ინფორმაცია საიდუმლოა. ეს, სავარაუდოდ, სადაზვერვო თანამგზავრია.
SpaceX ერთადერთო კომპანიაა მსოფლიოში, რომლის რაკეტის პირველი საფეხური დედამიწაზე ბრუნდება და მისი გამოყენება მეორედაც შეიძლება. ამის შედეგად კოსმოსში აპარატების გაშვების ფასი მცირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები