ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკონომიკურ ზრდას პოზიტიური ტენდენციების ლოგიკური შეჯამება უწოდა

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ცოტნე ყავლაშვილის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა იმ პოზიტიური ტენდენციების ლოგიკური შეჯამებაა, რაც ქვეყანას პირველ კვარტალში ეკონომიკური პარამეტრების მიმართულებით ჰქონდა.
“ბიზნესაქტივობა 2017 წლის აპრილშიც მაღალია. “საქსტატის” მიერ ეკონომიკური ზრდის დღეს გამოქვეყნებული მაჩვენებლები საპროგნოზოს მნიშვნელოვნად აღემატება. ეს არის იმ პოზიტიური ტენდენციების ლოგიკური შეჯამება, რაც ჩვენ პირველ კვარტალში მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარამეტრების მიმართულებით გვქონდა”, – განაცხადა ყავლაშვილმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2017 წლის მარტში მშპ-ს ზრდამ 5.3%, პირველი კვარტალში კი – 5% შეადგინა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ასეთ მნიშვნელოვან მიმართულებებად მნიშვნელოვნად გაზრდილი ექსპორტი, ტურიზმი და ტურიზმიდან შემოსავლები, ასევე, საგადასახადო შემოსავლები დაასახელა.
მისი შეფასებით, 2017 წლის მარტისა და მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ამ დადებითი პარამეტრების ლოგიკური შეჯამებაა. ამასთან, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ცოტნე ყავლაშვილმა განაცხადა, რომ ბიზნესაქტივობა 2017 წლის აპრილშიც მაღალია, რისი თქმის საშუალებასაც აპრილში საგადასახადო შემოსავლების ზრდადი დინამიკა იძლევა. “ჩვენ მიმდინარე თვეში ამ პარამეტრის 18-პროცენტიან ზრდას ველოდებით, წინა წელთან მიმართებაში”, – განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.
“ეს ყოველივე არის იმ ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რაც მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაშია განსაზღვრული და 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კონკრეტულ მაჩვენებელში აისახა. მათ შორის, მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია მოგების გადასახადის რეფორმას, აგრეთვე, ზრდაზე ორიენტირებულ ხარჯვით პოლიტიკას და მაღალ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ცოტნე ყავლაშვილმა.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის მარტში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,3%, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 5,0% შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები