რომან კაკულია ექსპორტის ზრდას ეკონომიკურ პარტნიორებთან გაუმჯობესებულ ურთიერთობას უკავშირებს

“2017 წლის მარტში ექსპორტის 30%-იანი ზრდა დაკავშირებულია საქართველოს ეკონომიკურ პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესებასთან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ განაცხადა.
“პირველ რიგში, ის უნდა აღვნიშნოთ, რომ გაუმჯობესების ტენდენცია დაფიქსირდა იმ ძირითად ფაქტორებთან დაკავშირებით, რომელთა გამოც გარკვეულ ნეგატიურ ტენდენციებზე იყო საუბარი, ეს იყო ის, რასაც ჩვენ ვუწოდეთ ეკონომიკურ პარტნიორებთან არსებული ეკონომიკური მდგომარეობა. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ექსპორტის ზრდისა. სწორედ ამიტომ გვაქვს 30%-იანი ზრდა”, – განაცხადა რომან კაკულიამ.
მისი თქმით, დაახლოებით 22%-ით გაზრდილია გზავნილები, ასევე, დაახლოებით 28%-ით გაიზარდა შემოსავლები.
„ყველა სფეროში პოზიტიური ტენდენცია ფიქსირდება და აქედან გამომდინარე, ეკონომიკური ზრდა საშუალოდ, პირველი კვარტლის მდგომარეობით, 5 %-ის ფარგლებში დაფიქსირდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი ეკონომიკური ზრდის ციფრის ფორმირებაში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვაა“, -აღნიშნა კაკულიამ.
​საქსტატის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის მარტში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,3%, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 5,0% შეადგინა. ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები