ბრუნო ბალვანერა – არ გამიკვირდება, თუ საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი გაზრდისკენ გადაიხედება

„არ გამიკვირდება თუ საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი გაზრდისკენ გადაიხედება“ , – განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდავეთსა და ბელორუსიაში, ბრუნო ბალვანერამ.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ წელიწადში ორჯერ ვაქვეყნებთ პროგნოზს. 2016 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული პროგნოზის თანახმად, 2017 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 3.8%-ს შეადგენს. ორ კვირაში, წლიურ შეხვედრაზე, ჩვენ ამ მაჩვენებლების გადახედვას მოვახდენთ“, – აღნიშნა მან.
ბალვანერას თქმით, მას არ გაუკვირდება თუ საქართველოს ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი გაიზრდება.
„ორ კვირაში ჩვენ გამოვაქვეყნებთ ახალ მონაცემებს. არ ვიცი, საქართველოსთვის როგორი იქნება ეს მაჩვენებელი. 3,8%-იანი ზრდა ისედაც კარგი მაჩვენებელია, თუმცა არ გამიკვირდება, თუ ჩვენ ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელს საქართველოსთვის გაზრდისკენ გადავხედავთ“, – დასძინა ბრუნო ბალვანერამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები