კობა გვენეტაძე ეკონომიკურ ზრდაზე: დღევანდელი ციფრები მთავრობის მიერ გაცხადებული  ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობას ადასტურებს

ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით დღეს გამოქვეყნებულ მონაცემებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დღევანდელი ციფრები მთავრობის მიერ გაცხადებული ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობას ადასტურებს.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს უახლოეს მომავალში განაახლებს.
„ვფიქრობ, რომ დღეს დილით გამოქვეყნებული ციფრები უფრო ადასტურებს იმას, რომ შესაძლებელი იქნება იმ ზრდის მიღწევა, რომელიც გაცხადებული იყო მთავრობის მიერ. ჩვენი აქამდე გაკეთებული ანალიზის მიხედვითაც, 4% ის ზრდაა, რომელიც შესაძლებელი იქნება, რომ წელს მიღწეულ იყოს. ჩვენ ასევე, განვაახლებთ ჩვენს პროგნოზებს უახლოეს მომავალში“, – განაცხადა გვენეტაძემ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის მარტში ეკონომიკური ზრდის ტემპმა 5,3 პროცენტი, ხოლო I კვარტალის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ – 5,0 პროცენტი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები