ინდონეზიაში 18 წლამდე ახალგაზრდა გოგონებს გათხოვება აუკრძალეს

ინდონეზიაში ქალი მუსლიმანი სასულიერო პირების კონგრესზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით 18 წლამდე ახალგაზრდა გოგონებს გათხოვება ეკრძალებათ. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
აქამდე მოქმედი წესების მიხედვით, გოგონებს გათხოვება 16 წლამდე ეკრძალებოდათ, თუმცა კონგრესზე შეკრებილებმა ადგილობრივ ხელისუფლებას 18 წლის ზღვარის დაწესება შესთავაზეს.
ინიციატივის ავტორები აცხადებენ, რომ ნაადრევი ქორწინება ინდონეზიელ გოგონებს სწავლაში ხელს უშლის და გაყრის რაოდენობას ზრდის.
ცნობისთვის, ინდონეზია – მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი მუსლიმანური ქვეყანაა. მოსახლების რაოდენობით ის მე-4 ადგილზეა მსოფლიოში  ჩინეთის, ინდოეთის და აშშ-ის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები