ალექსეი ნავალნის სახეში ბრილიანტის მწვანე შეასხეს

ცნობილ რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის მოსკოვის ცენტრში  სახეში ბრილიანტის მწვანე შეასხეს.  ამის შესახებ ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშმა განაცხადა. „ალექსეის თავს დაესხნენ და სახეში ბრილიანტის მწვანე შეასხეს. ამის შემდეგ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“ – განაცხადა იარმიშმა.
თავად ნავალნიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ თავდაპირველად მას ეგონა, რომ სახეში მჟავა შეასხეს. “თვალები ამეწვა, მეგონა, რომ ეს მჟავაა. მერე ჩემთან ერთად მყოფმა პირებმა დაიყვირეს, რომ ეს ბრილიანტის მწვანეა და გულზე მომეშვა“ – წერს ნავალნი.
მისი თქმით, კვერცხის, საღებავის და ბრილაინტის მწვანის სროლას „ჩვენ უკვე შევეჩვიეთ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები