ყატარის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა

​ყატარის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია “Alfardan Group”-ი საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა. ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ომარ ჰუსეინ ალფარდანმა საქართვლოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, “Alfardan Group”-ის ძირითადი ინტერესის სფეროს საქართველოში ტურიზმი და ინდუსტრიული ზონა წარმოადგენს.
შეხვედრისას ისაუბრეს ცალკეულ საინვესტიციო პროექტებზე, რომლებიც, შესაძლოა, “Alfardan Group”-მა განახორციელოს.
კომპანიის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო მათთვის მნიშვნელოვანი საინვესტიციო მიმართულებაა და კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით, ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები