გერმანიაში ქალებს თავსაბურავის ტარება აუკრძალეს, რომელიც სახეს ფარავს

გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო დაწესებულებებში მომუშავე ქალებს სამუშაო საათებში ისეთი ტანსაცმლის ტარებას უკრძალავს, რომელიც სახეს მთლიანად ფარავს.
ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო მოხელეებს, მოსამართლეებს და სამხედროებს ეხება.
„ინტეგრაცია სხვა ყველაფერთან ერთად, ჩვენი ფასეულობების პატივისცემას ითვალისწინებს, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, სად გადის სხვა კულტურების მიმართ ტოლერანტობის ზღვარი“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თომას დე მეზიერმა.
გერმანული მემარჯვენე ძალები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიქაბის და ჩადრის ტარების აკრძალვასაც მოითხოვდნენ. ეს წესი საფრანგეთში და ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები