გიორგი გახარია ვასილე ბიტკას შეხვდა

​საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი გახარია თბილისში ვიზიტით მყოფ მოლდავეთის რეგიონული განვითარებისა და მშენებლობის მინისტრ ვასილე ბიტკას შეხვდა.
როგორც „კვირას“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. მათ შორის, ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური მდგომარეობა, საექსპორტო შესაძლებლობები და შემდგომი განვითარებისა და გაზრდის გზები.
​ვასილე ბიტკა თბილისში საქართველო-მოლდავეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომის ფარგლებში იმყოფება. კომისიის პირველ სხდომას საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ხოლო მოლდავეთის მხრიდან, მოლდავეთის რესპუბლიკის რეგიონული განვითარებისა და მშენებლობის მინისტრი ვასილე ბიტკა ხელმძღვანელობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები