სპეცოპერაცია ლონდონში – დაჭრილია 20 წლის ახალგაზრდა ქალი

ლონდონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, პოლიციის მიერ ერთ-ერთი ბინის შტურმის დროს, დაჭრილია 20 წლის ახლგაზრდა ქალი. ლონდონში და კენტის საგრაფოში ჩატარებული სპეცოპერაციების დროს, საერთო ჯამში, ხუთი პირია დაკავებული.
დაჭრილი ქალი საავადმყოფოში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ასევე, პოლიციამ 16 და 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცები და 20 წლის ახლგაზრდა ქალი ჰარლესდენ-როუდზე დააკავა.
დაკავებულები ტერორისტული აქტების მომზადებაში არიან ეჭვმიტანილი. მათი ვინაობა არ სახელდება.
ცნობისთვის, ხუთშაბათს პოლიციამ ლონდონის ცენტრში დანით შეიარაღებული მამაკაცი დააკავა. პოლიცია აცხადებს, რომ ეს ფაქტი სპეცოპერაციასთან და დაკავებებთან დაკავშირებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები