არკანზასის შტატში ერთ კვირაში მეოთხე პატიმარი სიკვდილით დასაჯეს

აშშ-ის არკანზასის შტატში ერთ კვირაში სიკვდილით მეოთხე პატიმარი  დასაჯეს. მანამდე შტატში 10 წლის განმავლობაში, სიკვდილით არავინ დაუსჯიათ. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
სიკვდილით დასჯილი 38 წლის კენეტ უილიამსია, რომელმაც ციხიდან გაქცევის შემდეგ, ორი ადამიანი მოკლა. ციხეში ის 19 წლის გოგონას მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.
ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი გონებრივად შეზღუდული პირია, მაგრამ აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ აპელაცია უარყო.
ბოლო წლებში, აშშ-ის ზოგიერთი შტატი სასიკვდილო ინექციისთვის აუცილებელი პრეპარატების დეფიციტს განიცდის, ვინაიდან ევროპელმა მწარმოებლებმა მათი მიწოდება შეწყვიტეს და სიკვდილით დასჯას, როგორც სასჯელის ფორმას, აპროტესტებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები