ინდოეთის პოლიციამ ქაშმირის შტატში სეპარატისტთა ლიდერი ქალი დააკავა

ინდოეთის პოლიციამ ქაშმირის შტატში სეპარატისტთა ლიდერი ქალი დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. სიედა აიაზია ანდრადი და სოფია ფარმეედა ქალაქ სრინაგარში დააკავეს“ – აცხადებენ ინდოეთის სამართალდამცველ ორგანოებში.
სეპარატისტთა ლიდერი ქალი გასულ კვირას ქაშმირის დამოუკიდებლობის მოთხოვნით სტუდენტი გოგონების აქციაში მონაწილეობდა. ის სწორედ ამის გამო დააკავეს.
აქცია მაშ ემდეგ გაიმართა, რაც პოლიციამ კოლეჯის სტუდენტები დააკავა, რომლებიც ასევე ქაშმირის დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ. ასევე პოლიცია რამდენიმე მათგანს ფიზიკურად გაუსწორდა.
ქაშმირის მოსახლეობის უმრავლესობას მუსლიმანები შეადგენენ. აქ არსებული დაჯგუფებები ინდოეთისგან ამ რეგიონის დამოუკიდებლობას მოითხოვენ. ამის გამო პოლიციას და საპროტესტო აქციების მონაწილეებს შორის ხშირად შეტაკებები ხდება. ასევე პოლიციას თავს ესხმიან შეიარაღებული “ბოევიკებიც“. ინდოეთი სეპარატისტთა და „ბოევიკთა“ მხარდაჭერაში პაკისტანს ადანაშაულებს.
რამდენიმე თვის წინ ინდოეთ-პაკისტანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები