რუსეთის შსს-ს ყოფილ გენერალს 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთის შს სამინისტროს ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ყოფილი მთავარი სამმართველოს უფროსს, გენერალს დენის სუგრობოვს სასამართლომ 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაში დამნაშავედ ცნეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ასევე, სუგრობოვს გენერლის წოდება ჩამოერთვა. მისმა ყოფილმა ქვეშევრდომებმა 4-დან 22 წლამდე სასჯელი მიიღეს.
გამოძიების ინფორმაციით, 2011 წელს სუგრობოვმა დანაშაულებრივი დაჯგუფება შექმნა, რომელშიც მისი უწყების თანამშრომლები და ქვეშევრდომები შევიდნენ. ამ საქმეში 9 პირი ფიგურირებდა, მათ შორის გენერალი ბორის კოლესნიკოვი, რომელმაც 2014 წელს თავი მოიკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები