საფრანგეთის ერთ-ერთ “მაკდონალდსში” აფეთქება მოხდა

საფრანგეთის ქალაქ გრენობლის „მაკდონალდსში“ აფეთქება მოხდა. აფეთქება შენობის მეორე სართულზე მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. გამოცემა “Notre Quotidien”-ის ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, ტუალეტში მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
აფეთქების შემდეგ „მაკდონალდსის“ შენობიდან 30 ადამიანის ევაკუაციაგანხორციელდა. აფეთქების მიზეზები უცნობია. პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები