შავ ზღვაში ერთმანეთს რუსული და თურქული გემები შეეჯახნენ – რუსული გემი ჩაიძირა

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კვლევითი გემი „ლიმანი“ შავ ზღვაში თურქულ გემს – „აშოტ-7ს“-ს შეეჯახა. რუსულ გემზე არავინ დაშავებულა, 15 თურქი მეზღვაური უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გემები ერთმანეთს ბოსფორის სრუტიდან 40 კილომეტრში შეეჯახნენ. „ლიმანის“ კორპუსში შეჯახების შედეგად, რუსულ გემს კორპუსი დაუზიანდა.
სააგენტო “როიტერის“ ინფორმაციით, შეჯახება ცუდი ხილვადობის პირობებში მოხდა და რუსულ გემს ჩაძირვა ემუქრება.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული გემი შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანების გამო ჩაიძირა. მის ბორტზე მყოფი 78-ვე მეზღვაური გადაარჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები