ისრაელმა დამასკოს მახლობლად „ჰესბოლას“ ობიექტები დაბომბა

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა დამასკოს აეროპორტის მახლობლად მოძრაობა „ჰესბოლას“ ობიექტები დაბომბეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ისრაელის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ იერიში სირიის გავლით ლიბანში იარაღის კონტრაბანდის დაუშვებლობისთვის განხორციელდა.
გამოცემა “Jerusalem Post”- ის ინფორმაციით, საერთო ჯამში, 5 ავიადარტყმა განხორციელდა. შეტევები მას შემდეგ დაიწყო, რაც დამასკოს აეროდრომზე რამდენიმე ირანული სატრანსპორტო თვითმფრინავი დაეშვა.
ავიადარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ისრაელის თვითმფრინავებმა საწვავის ავზები და იარაღის საწყობები დაბომბეს. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელმა ამ დაბომბვის დროს შორი მოქმედების რაკეტები გამოიყენა.დღეს დილით ინფორმაცია გავრცელდა, რომ დამასკოს მახლობლად ძლიერი აფეთქება მოხდა, თუმცა მისი მიზეზი თავდაპირველად უცნობი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები