ხვალიდან, საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იორდანიული ავიაკომპანია „Air Arabia Jordan“ იწყებს

ხვალიდან, საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იორდანიული დაბალბიუჯეტიანი (Low-cost) ავიაკომპანია „Air Arabia Jordan“ იწყებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ამანი-თბილისი-ამანის პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 16:40 საათზე დაეშვება.
ამანის მიმართულებით ავიაკომპანიის თვითმფრინავი 17:30 საათზე გაფრინდება.
ცნობისათვის, იორდანიისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყების თაობაზე ავიაკომპანიასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის გამართული კონსულტაციები 14 მარტს დასრულდა.
რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა ავიაკომპანიას 24 მარტს მიენიჭა.
როგორც ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, ამანი-თბილისი-ამანის დაბალტარიფიანი მიმართულება საქართველოში ტურისტების ჩამოყვანასთან ერთად, იოროდანიისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ქართველი მგზავრების მოზიდვაზეც იქნება ორიენტირებული.
„Air Arabia Jordan“ არაბული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Air Arabia“-ს ჯგუფის მმართველობაში მყოფი იორდანიული ავიაგადამყვანია, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები