ოდესაში სააკაშვილის მიერ დარქმეულ ქუჩებს სახელები გადაარქვეს

ოდესაში ადგილობრივი საქალაქო საბჭოს დეპუტატებმა სახელები გადაარქვეს იმ ქუჩებს, რომელთა სახელწოდებები თავის დროზე ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა შეცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “Dumskaya.net”-ი ავრცელებს.
გადაწყვეტილებას 67-დან 46-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. თუმცა, ამ ეტაპზე, ქუჩების ახალი სახელწოდებები უცნობია. სავარაუდოდ, მათ ძველი სახელები დაუბრუნდა.
გამოცემა „ტრასა-E-95“-ის ინფორმაციით, ოდესელმა დეპუტატებმა ქუჩებს სახელები მას შემდეგ შეუცვალეს, რაც უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ სააკაშვილის მიერ 2016 წლის 26 მაისს დარქმეული ქუჩების სახელები დაარეგისტრირა. ამის შემდეგ, ოდესის რუკაზე გაჩნდა ისეთი ქუჩები, როგორებიცაა მიტროპოლიტ შეპტიცკის, ვილჰელმ გაბსბურგის, რომან შუხევიჩის და გეტმან მაზეპას ქუჩები.
2016 წელს ოდესის მაშინდელმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, საერთო ჯამში, სახელი 56 ქუჩას შეუცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები