ტრამპმა თავდაცვის სამინისტროს სირიასა და ერაყში ამერიკელი სამხედროების რაოდენობის გაზრდის უფლება მისცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც თავდაცვის სამინისტროს სირიასა და ერაყში ამერიკელი სამხედროების რაოდენობის გაზრდის უფლება ექნება. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეტედ პრესი“ იუწყება.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, ჯეიმს მეტისს საშუალება ექნება, რომ ერაყში სამხედროების რაოდენობა გაზარდოს და ამით ერაყის შეიარაღებულ ძალებს ქალაქ მოსულის აღებაში დაეხმაროს. მოსულის ნაწილს ამჟამად კვლავ „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ აკონტროლებენ.
პენტაგონმა სამხედროების რაოდენობა ამ ქვეყნებში ადრეც გაზარდა, თუმცა ის ადრეც დაწესებული კვოტების მიხედვით ხდებოდა.
პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დანა უაიტმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით თავდაცვის მინისტრი ამ ქვეყნებში სამხედროების რაოდენობას არ ზრდის. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტრამპის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, აშშ-ის არმია უფრო მოქნილი იქნება თავისი პარტნიორების დახმარების საკითხში. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხედროების რაოდენობის გაზრდა ავღანეთს არ შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები