ვენესუელა ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაციას დატოვებს

27 აპრილს ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაციიდან ვენესუელის გასვლის პროცესი დაიწყება. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დელსი როდრიგესმა განაცხადა. ამ პროცესის დასრულების შემდეგ, ვენესუელა სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის ერთადერთი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ ორგანიზაციაში არ შევა.
26 აპრილს ამერიკის სახელმწიფოთა მუდმივმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვენესუელაში არსებული სიტუაცია საგანგებო სხდომაზე განიხილოს. ამის საპასუხოდ, ვენესუელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამ სხდომის ჩატარების შემთხვევაში, ვენესუელა ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციიდან გავა.
ვენესუელაში მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. ქვეყანაში უკვე რამდნიმე თვეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელთა მონაწილეები პრეზიდენტ მადუროს გადადგომას და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. ამ ხნის განმავლობაში,  ქვეყანაში ათობით ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები