ირაკლი სესიაშვილი: ავტომობილი, რომელიც გაქურდეს, ჩემი შვილის ბავშვობის მეგობარს ეკუთვნის

უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, ავტომობილი, რომელიც თბილისში გაქურდეს, მისი შვილის მეგობარს ეკუთვნის. როგორც სესიაშვილმა განაცხადა, აქედან გამომდინარე, მისი შვილის ანაბეჭდები მანქანაზე შესაძლოა, არსებობდეს.
“ავტომობილი ეკუთვნის ჩემ მეგობარ ირაკლი სანაიას, რომელსაც მართავს მისი შვილი და რომელიც არის ჩემი შვილის ბავშვობის მეგობარი. რაც შეეხება იმ ადამიანს, ვისაც “რუსთავი 2” დაუკავშირდა, ჩემ შვილს იგი არ იცნობს, რადგან მან დარეკა პოლიციაში და არა ავტომობილის მძღოლმა და მცდელობა, რომ რაღაც ეპოვათ, წყალში ჩაეყარათ. ავტომობილი, რომელზეც აღმოჩენილია ანაბეჭდები, ეკუთვნის ჩემი შვილის ბავშვობის მეგობარს, რომელთან ერთადაც არის 24 საათი და ცხადია, ამ ავტომობილზე ჩემი შვილის ანაბეჭდებიც არის სხვა ანაბეჭდებთან ერთად. ეს ბუნებრივი მოვლენაა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ეტყობა ვერ წარმოუდგენია, რომ მეგობრობა არსებობს და მეგობრის მანქანას შეეხო. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთელი სკანდალი ააგორა. დარწმუნებული ვარ, გამოძიება დაადგენს, რომ დანაშაულის მოხდენის დროს ჩემი შვილი არ იმყოფებოდა იქ. ეს არის პოლიტიკური ცილისწამება, რომელიც მიმართულია ჩემს წინააღმდეგ. გამოიყვანეს ვინმე იოსელიანი, რომლის ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ არის თინა ბოკუჩავას ქმარი“, – განაცხადა სესიაშვილმა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. უმრავლესობის დეპუტატი ოპონენტებს ცილისწამებაში ადანაშაულებს. როგორც სესიაშვილმა პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, მისი მთავარი მიზანია საქმის დროული დასრულება და იმის დამტკიცება, რომ მისი შვილი უდანაშაულოა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, თბილისში მომხდარი ქურდობის სავარაუდო მონაწილე შესაძლოა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი სესიაშვილის შვილი იყოს. მათი განცხადებით, უმრავლესობის დეპუტატის შვილის მიერ სუს-ში მუშაობის დასაწყებად წარდგენილი დოკუმენტაციიდან ამოღებული ნიმუში და ქურდობის ჩამდენის ხელის ანაბეჭდი იდენტურია.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც გამოეხმაურა. სუს-ი დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის შვილთან, დავით სესიაშვილთან დაკავშირებით რაიმე კანონდარღვევის გამოვლენას უარყოფს. როგორც სუს-ში აცხადებენ, დავით სესიაშვილის სამსახურში მიღებამდე, მისი კანდიდატურის შესწავლა კანონის სრული დაცვით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები