ტრამპმა განაცხადა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ჩრდილოამერიკული შეთანხმებიდან აშშ ჯერ არ გავა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან შეცვალა აზრი ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში შეერთებული შტატების მონაწილეობის შესახებ. ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ ამ ეტაპზე, NAFTA-დან არ გავა. ამის შესახებ „როიტერი” იუწყება.
იმას, რომ აშშ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ჩრდილოამერიკული შეთანხმებიდან გავა, დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა.
ამ გადაწყვეტილების შესახებ ტრამპმა ტელეფონით კანადის პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრიუდოს და მექსიკის პრეზიდენტს, ენრიკე ნიეტოს აცნობა.
ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ საბოლოო შედეგი სამივე მხარეს გააძლიერებს და უკეთესს გახდის. მისი გადაწყვეტილების შეცლის მიზეზები არ სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები