სტამბოლში მიკროავტობუსის აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში კერძო უნივერსიტეტის მიკროავტობუსის აფეთქების შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ გამოცემა “Hurriyet”-ი იუწყება.
აფეთქების მომენტში, ავტომობილში უნივერსიტეტის სტუდენტები იმყოფებოდნენ. დაჭრილთა შორის მძღოლი და ოთხი სტუდენტია.
პოლიცია ვარაუდობს, რომ ავტობუსში დატოვებული ჩანთა აფეთქდა. ის, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცმა დატოვა. ამჟამად მისი ძებნა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები