თურქეთში სამსახურიდან 9 ათასი პოლიციელი გაათავისუფლეს

თურქეთში 9 ათასამდე პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ისინი ისლამის მქადაგებელთან, ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება 2016 წლის ივლისში მომხდარ სამხედრო ამბოხების ორგანიზებაში ადანაშაულებს.
პოლიციაში აცხადებენ, რომ სამსახურიდან პოლიციელთა დათხოვნა ქვეყნის ეროვნული უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა.
წინა დღეს კი თურქეთში გიულენთან კავშირისთვის 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის პოლიციელებიც იყვნენ. როგორც თურქეთის შს მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა, ოპერაცია „პოლიციაში ჩანერგილი „საიდუმლო იმამების“ წინააღმდეგ იყო მიმართული”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები