კალინინგრადის ოლქში 12 ჯიჰადისტი დააკავეს

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის და როსგვარდიის თანამშრომლებმა კალინინგრადის ოლქში 12 პირი დააკავეს, რომლებიც დაჯგუფება „ისლამურ ჯიჰადთან“ არიან დაკავშირებული. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
„დაკავებულია დაჯგუფების ლიდერი, რომელიც უზბეკეთის სამართალდამცველი ორგანოების მიერ ექსტრემისტული ხასიათის დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა. მან დანაშაული უკვე აღიარა“, – განაცხადეს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში.
ეს პირები საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფების რიგებში ახალი წევრების „დავერბოვკებით“ იყვნენ დაკავებული. ამჟამად მათი ექსტრადირების საკითხი განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები