დამასკოს აეროპორტთან აფეთქება მოხდა

სირიის დედაქალაქ დამასკოს აეროპორტთან ძლიერი აფეთქება მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით. აფეთქება ძლიერი იყო და მისი ხმა ქალაქშიც ისმოდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქების ადგილას ხანძარი გაჩნდა.
ლიბანური ტელეკომპანია „ალ-მანარის“ ინფორმაციით, აფეთქება ისრაელის ავიაციის დარტყმამ გამოიწვია. იერიში „საწვავის საცავებზე განხორციელდა.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ავიადარტყმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები