ინგლისის პრემიერ-ლიგის ორი საფეხბურთო კლუბის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა

ინგლისის სამხრეთ აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილში ორი საფეხბურთო კლუბის „ნიუკალს იუნაითედის“ და „უესთ ჰემ იუნაითედის“ კლუბების ოფისებში ჩხრეკები ჩატარდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
დიდი ბრიტანეთის საგადასახადო სამსახურების ინფორმაციით, დაკავებულია საფეხბურთო სფეროს რამდენიმე თანამდებობის პირი, რომლებიც თაღლითობაში არიან ეჭვმიტანილები, რაც გადასახადების გადაუხდელობას უკავშირდება.
დაკავებულთა შორის „ნიუკასლის“ მმართველი დირექტორი ლი ჩარნლია, რომელსაც საგადასახადო ორგანოები 5 მილიონ ფუნტს ედავებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები