ევროპარლამენტმა ლე პენისთვის სადეპუტატო ხელშეუხებლობის ჩამორთმევის პროცედურა დაიწყო

ევროპარლამენტმა საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ნაციონალური ფრონტის“ საპრეზიდენტო კანდიდატისთვის, მარინ ლე პენისთვის სადეპუტატო ხელშეუხებლობის ჩამორთმევის პროცედურის განხილვა დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი” იუწყება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, შესაბამისი შუამდგომლობით ევროპარლამენტს საფრანგეთის სამართალდამცველმა ორგანოებმა მიმართეს. გამოძიება ვარაუდობს, რომ „ნაციონალური ფრონტი“ თავის თანაშრომლებს ხელფასებს ევროკავშირის ფონდიდან უხდიდა. „ნაციონალური ფრონტის“ ორი დეპუტატის ყოფილ თანაშემწეს ბრალი ოფიციალურად უკვე წაუყენეს.
მიმდინარე წლის მარტში გამოძიებამ ლე პენის დაკითხვა რამდენჯერმე სცადა, მაგრამ ის დაკითხვაზე უარს ამბობდა და სადეპუტატო ხელშეუხებლობას იმიზეზებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები