მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

მოსკოვში 28 აპრილს აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. ელმარ მამედიაროვი, ედვარდ ნალბანდიანი და სერგეი ლავროვი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხს განიხილავენ.
უმაღლესი დონის ბოლო შეხვედრა მთიან ყარაბაღში კონფლიქტის მოგვარების საკითხზე 2016 წლის 20 ივნისს მოსკოვში გაიმართა. ილჰამ ალიევმა, სერჟ სარგსიანმა და ვლადიმერ პუტინმა გარკვეულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევის შესახებ განაცხადეს, თუმცა კონკრეტული საკითხები არ დასახელებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები