სომხეთში აზერბაიჯანიდან შეტანილი ვაშლი გაანადგურეს

სომხეთის ბაზარში აზერბაიჯანიდან შეტანილი ვაშლი აღმოაჩინეს და ის გაანადგურეს. ამის შესახებ სომხეთის სურსათის უვნებლობის სამსახური იუწყება.
„აზერბაიჯანული წარმოშობის ხილის აღმოჩენის შემდეგ ინსპექტორებმა გამყიდველებს მათი რეალიზება აუკრძალეს და განადგურება მოსთხოვეს“ – აცხადებენ სურსათის უვნებლობის სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, უცნობია, თუ რა გზით მოხდა ეს ხილი სომხეთში. საბაჟო პუნქტები, სადაც პროდუქტების შემოწმება ტარდება, მათ საზღვარი არ გადაუკვეთავთ.
ცნობისთვის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გამო დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები