ინგუშეთში საპატარძლოების მოტაცებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაწესდება

ინგუშეთის სახალხო კრებამ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში კანონპროექტი შეიტანა, რომელიც საპატარძლოების მოტაცებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიხედვით, ამ დანაშაულისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა იგეგმება.
დღეს არსებული კანონმდებლობით, ადამიანის გატაცება სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა საპატარძლოს გატაცების შემთხვევაში, სასჯელის თავიდან არიდების მრავალი გზა არსებობდა. ერთ-ერთი ისაა, რომ გატაცებულის გათავისუფლების შემთხვევაში, სასჯელი იხსნება.
კანონის მიღება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მიმდინარე წლის 8 აპრილს ინგუშეთის დასახლება კანტიშევოში ხუთი მამაკაცი ადგილობრივის სახლში შეიპარა და 19 წლის გოგონა მოიტაცეს, მისი ოჯახის წვერებს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტის გამოძიება ინგუშეთის პრეზიდენტმა, იუნუს-ბეკ ევკუროვმა პირად კონტროლზე აიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები