1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4773 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4773 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4773 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4444 ლარი იყო.
შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0329 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.6968 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6590 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0378 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალიდან შევა ძალაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები