ვენესუელაში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა

ვენესუელაში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, ლუის ორტეგა დიასმა განაცხადა.
„ჩვენ ყველანი განვიცდით ამ ადამიანების დაღუპვას. ამაში დამნაშავეები შესაბამისად უნდა დაისაჯონ“, – განაცხადა პროკურორმა. მან ასევ დაამატა, რომ ეჭვმიტანილთა დასაკავებლად პროკურატურამ 14 ორდერი გასცა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ვენესუელაში უკვე ერთი თვეა, ანტისამთავრობო აქციები მიმდინარეობს. მხოლოდ 20 აპრილს, პოლიციასთან შეტაკებისას, 220 ადამიანი დაშავდა. საპროტესტო აქციების გარდა, პრეზიდენტ მადუროს მხარდამჭერები ასევე მიტინგებს მართავენ.
ასევე,  ვრცელდება ინფორმაცია, რომ აპრილში პოლიციამ ვენესუელაში 1 300 ადამიანი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები