ემანუელ მაკრონის საარჩევნო შტაბზე კიბერშეტევა განხორციელდა – ექსპერტები ამაში რუს ჰაკერებს ადანაშაულებენ

რუსმა ჰაკერებმა საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატის, ემანუელ მაკრონის საარჩევნო შტაბზე კიბერშეტევა განახორციელეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
კომპანია “Trend Micro”-ს წარმომადგენლის, ფეიკ ჰაქბორდის განცხადებით, შეტევების დროს რუსი ჰაკერები “ფიშინგს”, სპეციალურ მავნე პროგრამებს და ყალბ ქსელურ დომენებს იყენებენ.
კიბერუსაფრთხოების საკითხებში ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ კიბერშეტევა იმავე ჯგუფმა განახორციელა, რომელმაც აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ საარჩევნო შტაბის სერვერები გატეხეს.
ჰაკერთა ჯგუფი ცდილობს, დაეუფლოს ემანუელ მაკრონის და მისი თანამშრომლების პაროლებს, მომხმარებელთა სახელებს და სხვა ინფორმაციას.
რუსეთის ხელისუფლება ჰაკერულ შეტევებთან კავშირს უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები