საფრანგეთში თანამდებობის პირი მუსლიმან ბავშვებზე გამონათქვამების გამო დააჯარიმეს

საფრანგეთის ქალაქ ბეზიეს მერი რობერ მენარი პარიზის სასამართლომ ორი ათასი ევროთი შუღლის გაღვივებისთვის დააჯარიმა. მენარმა განაცხადა, რომ ადგილობრივ სკოლებში ძალიან ბევრი მუსლიმანი ბავშვია. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
2016 წლის 1-ელ სექტემბერს რობერ მენარმა ტვიტერში დაწერა, რომ საფრანგეთში ადგილი აქვს „დიდ ჩანაცვლებას“. ეს ტერმინი საფრანგეთში მიგრანტების მიერ თეთრკანიანი მოსახლეობის ჩანაცვლების შესახებ საუბრისას გამოიყენება.
ასევე, მენარმა ტელევიზიით გამოსვლისას, განაცხადა: „ჩემი ქალაქის ცენტრში სასკოლო კლასში 91% მუსლიმანი ბავშვია. ეს პრობლემაა. არსებობს ტოლერანტობის საზღვარი“ .
საფრანგეთის კანონმდებლობა ეთნიკური წარმომავლობის და რელიგიური აღმსარებლობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების მოგროვებას კრძალავს. კრიტიკის საპასუხოდ, მენარმა განაცხადა, რომ ის შეფასებას კი არ აკეთებს, არამედ მხოლოდ ქალაქში არსებული რეალობა ასახა. მენარი ჯარიმის გასაჩივრებასაც აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები