საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიაში ზარინის გამოყენებას ადასტურებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფრანგული სპეცსამსახურების მიერ სირიაში მომხდარი ქიმიური შეტევის ფაქტის გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა. როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-მარკ ერომ განაცხადა, ავიაიერიშის დროს იდლიბის პროვინციაში მომწამლავი ნივთიერება – ზარინი იყო გამოყენებული. შესაბამისი ინფორმაცია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნდა.
„ეჭვგარეშეა, რომ ზარინი იყო გამოყენებული. მთელი პასუხისმგებლობა სირიის ხელისუფლებას ეკისრება“, – განაცხადა ერომ.
ავიაიერიში ბაშარ ასადის ავიაციამ იდლიბის პროვინციაში 4 აპრილს განახორციელა. შეტევის შედეგად 100-მდე ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები დაიღუპნენ. ფრანგული სპეცსამსახურების ინფორმაციით, სირიის ავიაციამ იმ რაიონში 4 აპრილს ავიაიერიში ექვსჯერ განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები