რუსეთში ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა

რუსეთში, ციმბირის მხარეს, ბურიატიაში ავიაგამანადგურებელი მიგ-31 ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ავიაგამანადგურებელი “ტელემბას” პოლიგონზე გეგმურ საწვრთნელ ფრენას ასრულებდა.
ავიაგამანადგურებლის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერ უცნობია. ბოლო ინფორმაციით, ორივე პილოტმა გამანადგურებლიდან კატაპულტირება დროულად მოასწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები