ტრამპმა მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის გადადებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ – მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის გადადებას დათანხმდა. ის აცხადებს, რომ ეს პროექტი დასამარებული არ არის, მაგრამ ფედერალური ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფამდე, „შესაძლებელია გარკვეული პაუზის გაკეთება“. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
„კედლის მშენებლობა ნარკოტიკების მიმოქცევას, ადამიანებით ვაჭრობას და სხვა დანაშაულს შეაჩერებს. ნუ დაუჯერებთ ფეიკებს, თითქოს მე კედლის შესახებ აზრი შევიცვალე“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის „დემოკრატიულმა პარტიამ“ უკვე განაცხადა, რომ კონგრესში ამ პროექტს დაბლოკავს, ვინაიდან კონსტრუქციის მშენებლობას მილიარდობით დოლარი სჭირდება. ტრამპი აცხადებდა, რომ კედლის პროექტის რეალიზებას 10 მილიარდი დოლარი ესაჭიროება.
მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი უმთავრესი დაპირება იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები