რუსეთში, სახალინის კუნძულზე „ისლამური სახელმწიფოს“ ორი წევრი დააკავეს

რუსეთის ფედერაციის სახალინის კუნძულზე ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ ორი წევრი დააკავეს, რომლებიც ტერაქტების მოწყობას აპირებდნენ. ამის შესახებ სააგენტო “რია ნოვოსტი“ იუწყება.
„ისლამური სახელმწიფოს“ მომხრეები რეზონანსული ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ, კერძოდ, იგეგმებოდა ადამიანების მასობრივი თავშეყრის ადგილებში ტერაქტების მოწყობა.
“ერთი დაკავებული ცენტრალური აზიის ერთ-ერთი რესპუბლიკის მოქალაქეა, მეორე კი რუსეთის მოქალაქე“, – აცხადებენ რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში.
დაკავებულთა სახლების ჩხრეკისას, აღმოჩენილია თვითნაკეთი ბომბი, ასევე, ექსტრემისტული პროპაგანდისტული მასალები. მობილურ ტელეფონებში დაკავებულებს თვითნაკეთი ბომბების დამზადების სქემები ჰქონდათ.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები