„სტარტაპ საქართველო” ღია კარის დღეს მართავს

საპარტნიორო ფონდი „სტარტაპ საქართველო“ ინოვაციურ კომპონენტში გამარჯვებულ 9 სტარტაპერს დააჯილდოვებს. გარდა ამისა, მოეწყობა „სტარტაპ საქართველოს“ ღია კარის დღე, სადაც პროგრამის კოორდინატორები დაინტერესებულ პირებს გააცნობენ კონკურსში მონაწილეობის წესებსა და პირობებს და უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს. ასევე, შესაძლებელია სტარტაპერებისგან კონსულტაციების მიღება, რომლებმაც უკვე გაიმარჯვეს “სტარტაპ საქართველოს” კონკურსში.
თბილისის მერიამ გამოყო ავტობუსი, რომელიც უზრუნველყოფს ღია კარის დღეზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას ორივე მიმართულებით – თბილისი-ოქროყანა, ოქროყანა-თბილისი. ავტობუსი 16:30-დან განთავსდება 9 აპრილის პარკის მიმდებარედ, ფხოვის ქუჩის დასაწყისში (ავტობუსი ოქროყანის მიმართულებით გავა 17 საათზე). ღონისძიება ტექნოლოგიურ პარკში 18:00 საათზე დაიწყება.
„სტარტაპ საქართველო“ პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნესპროექტებსა და აპლიკაციებს უწყვეტ რეჟიმში იღებს. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტგვერდზე www.startup.gov.ge დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს ცხელი ხაზი: 2 30 59 15
„სტარტაპ საქართველო“ პოტენციური სტრატაპერებისთვის ღია კარის დღეს ყოველთვიურად მართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები