ამერიკულ და ირანულ სამხედრო ხომალდებს შორის სპარსეთის ყურეში ინციდენტი მოხდა
ამერიკულ სამხედრო ხომალდს Mahan-ს, რომელიც სპარსეთის ყურეში პატრულირებს, კურსის შეცვლა მოუწია, რათა ირანულ გემს არ შეჯახებოდა. ამერიკელი სამხედროების ინფორმაციით, ირანული გემი ამერიკულ საესკადრო ნაღმოსანს 900 მეტრით მიუახლოვდა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მანევრის დროს ამერიკულ გემზე საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა. მასზე შეიარაღებაც მზადყოფნაში მოიყვანეს.
ცნობისთვის, Mahan-მა მიმდინარე წლის 8 იანვარს ორმუზის სრუტეში ირანული საბრძოლო კატარღების მიახლოებისას გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა. ამის შემდეგ კატარღებმა კურსი შეცვალეს.