თურქეთში გიულენთან კავშირისთვის 803 ადამიანი დააკავეს

ოპოზიციონერ ისლამის მქადაგებელთან ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირის გამო, თურქეთში 803 ადამიანი დააკავეს.
სპეცოპერაცია თურქეთის 54 პროვინციაში ჩატარდა და მასში 8 ათასი პოლიციელი მონაწილეობდა. დაკავებულთა ნაწილი პოლიციის თანამშრომლები არიან. ამის შესახებ ტელეკომპანია NTV იუწყება.
თურქეთის ხელისუფლება ფეთჰულაჰ გიულენს გასული წლის 15-16 ივლისს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. ამბოხების შედეგად 241 ადამიანი დაიღუპა და 2 ათასამდე დაიჭრა.
თურქეთის შს მინისტრის სულეიმან სოილუს ინფორმაციით, მას შემდეგ თურქეთში 113 ათასი ადამიანი დააკავეს, მათი ნაწილი შემდეგ გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები