თურქული ავიაციის დარტყმების შედეგად, სირიასა და ერაყში 30 ადამიანი დაიღუპა

სირიისა და ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში თურქული ავიაციის დარტყმების შედეგად, 30-მდე ადამიანი დაიღუპა. თურქულმა შეიარაღებულმა ძალებმა ავიადარტყმები ქურთთა პოზიციებზე სინჯარისა და კარაჩოკის რაიონებში განახორციელეს. დაბომბვის დროს, ამერიკელი სამხედროები იმ ადგილიდან 6 კილომეტრში იმყოფებოდნენ. მათ შორის არავინ დაშავებულა.
ქურთთა პოზიციების დაბომბვის გამო, შეშფოთება ვაშინგტონმა გამოხატა. ქურთები „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეები არიან. იმის გამო, რომ ანკარამ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ პოზიციები დაბომბა, შეშფოთება  სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარკ ტონერმა გამოხატა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები