სანკტ-პეტერბურგის მეტროში განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ალ-ქაიდასთან“ კავშირში მყოფმა დაჯგუფებამ აიღო

რუსეთში, სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში 3 აპრილს განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ალ-ქაიდასთან“ კავშირში მყოფმა დაჯგუფებამ “იმამ შამილის ბატალიონმა” აიღო.
აღნიშნულ ინფორმაციას “საით ინთელიჯენს გრუფი” ავრცელებს, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ისლამისტური დაჯგუფებების მონიტორინგს ახორციელებს.
მათი მონაცემებით, თავდასხმა აიმან ალ-ზავაქირის ბრძანებით დაიგეგმა, სწორედ მან დაავალა აქბარჟონ ჯალილოვს ტერაქტის განხორციელება, რომელსაც 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები