დიმიტრი ქუმსიშვილი: ალკოჰოლიან სასმელებზე აქციზის გადასახადის სტრუქტურა იცვლება

პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით,  საქართველოსა დაევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებიდან გამომდინარე,  ალკოჰოლიან სასმელებზე აქციზის გადასახადის სტრუქტურა იცვლება.
„ამ საკითხზე ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით.  მნიშვნელოვანია, როგორც ლუდის, ისე სპირტიანი სასმელების დაბეგვრა. აღნიშნული ნაბიჯით, ამ შემოთავაზებით ჩვენ, პრაქტიკულად, ვუახლოვდებით ევროკავშირის კანონმდებლობას და შესაბამისად, ჩვენ წარმოებას ვაძლევთ შესაძლებლობას, რათა განვითარდეს,” – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, სპირტიანი სასმელების აქციზით დაბეგვრა განხორციელდება მასში ალკოჰოლის შემცველობიდან გამომდინარე – ლუდის შემთხვევაში, ალკოჰოლის პროცენტული მაჩვენებლით, ხოლო ეთილის სპირტის შემცველ საქონელზე – სასმელში სუფთა ალკოჰოლის მოცულობით.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები