კახა კალაძე: “ინტერ რაოსთან” დაკავშირებით საქმე საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომდე არ მივა

“ინტერ რაოსთან” დაკავშირებით საქმე საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომდე არ მივა“, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ხანგრძლივი პროცესია.
“რამდენიმე დღის წინ მივიღეთ შეტყობინება არბიტრაჟთან დაკავშირებით. ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოვემზადოთ და წარმოვადგინოთ შესაბამისი დოკუმენტაცია. შესაძლოა, არბიტრაჟამდე არც მივიდეს საქმე. ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი”, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ “ინტერ რაო” საქართველოს მთავრობას საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივის – ლარის გაუფასურების გამო, კომპენსაციას ითხოვს. კომპანია ათეულ მილიონიან ზარალზე საუბრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები