თამარ ჩუგოშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

სტრასბურგში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, თორბიორნ იაგლანდს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმაზე, საქართველოსა და ევროპას შორის აქტიურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
„ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა, ის წლების განმავლობაში, ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს და ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა კონსოლიდირებული ანგარიში ოკუპაციასთან დაკავშირებით. დარწმუნებულები ვართ, რომ საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებშიც, ბატონი იაგლანდი სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით. მივიღეთ დაპირება, რომ მისი მხარდაჭერა გვექნება ყველაფერში, რაშიც დაგვჭირდება”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში ვიზიტს აგრძელებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობის პარალელურად, ქართველი დეპუტატები მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები